ჩაის ჩინური ცერემონია

Коучинг
100
GEL
299
GEL
ვის / ვისთვის: ყველასათვის, ვინც თავს თვლის ჩაის ჭეშმარიტ მოყვარულად და მათთვის, ვინც მხოლოდ ეხლა დგება ამ გზაზე და აღმოაჩენს ამ მაგიურ სამყაროს, დახვეწილი გემოვნების ყველა დამფასებლისათვის, საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებით და ხარისხიანი ჩაის შეძენით დაინტერესებულთათვის, მათთვის, ვისაც უყვარს ფინჯან ჩაიზე მეგობრებთან და საინტერესო ადამიანებთან საუბრები.
ნამდვილი ჩაი შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს შევიგრძნოთ ცხოვრების გემო.

მომსახურების აღწერა: ჩაის ცერემონია და ჩაის ხელობის სწავლება მიმართულია როგორც ჩაის პროფესიული ოსტატების მომზადებაზე, აგრეთვე აღმოსავლეთის კულტურით დაინტერესებულ ადამიანებზე და ჩაის დახვეწილ დამფასებლებზე. ეს ჩაის ბუნების გაგების გასაღებია და დახვეწილი შეგრძნებების, გემოს და არომატების ახალი სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობაა. ზოგიერთებისთვის კი ახალი პროფესიაა და ჩაის ოსტატის საინტერესო სამუშაო. თქვენ შეძლებთ შექმნათ ჩაის დაყენების საკუთარი, საავტორო სტილი, შეისწავლოთ ენერგეტიკული სივრცის გარდაქმნა და ჩაის რიტუალის ატმოსფეროს შექმნას. ჩაის ცერემონია - ბალანსის ხელოვნებაა, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მოხარულები ვიქნებით თქვენთან ერთად გავიაროთ უსაზღვრო და იდუმალი „ჩაის გზა".

სპეციალისტი: საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია.
სპეციალისტის აღწერა:
1. ანა ვართანოვა (Anna Vartanova), პროექტ Tea Talk Georgia-ს კოორდინატორი, სერტიფიცირებული ჩაის ოსტატი, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი, ჩაის სტუდია Tea IN შემქმნელი, 2016 წლის სეულის (სამხრეთ კორეა) ჩაის ხელოვნების საერთაშორისო ჩემპიონატის (Tea Masters Cup International 2016) გამარჯვებული. კატეგორია - Tea Brewing. ამ მეთოდით დაყენებულმა ქართულმა ველურმა შავმა ჩაიმ გამარჯვება მოიპოვა ოთხ კატეგორიაში - Best in aroma, Best in taste, Best in aftertaste, Best result. საქართველოში Tea Masters Cup-ის ოფიციალური მსაჯი. „Tea and Travel" LTD - ის თანადამფუძნებელი.
სოფიო გაბრიჩიძე - სერტიფიცირებული ჩაის ოსტატი, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი, ექიმ-ენდოკრინოლოგი (ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურა - ენდოკრინოლოგიის მოსკოვის სამეცნიერო ცენტრი. კარდიოლოგიური კლინიკა „გული"-ს ენდოკრინოლოგი), ტიბეტური მომღერალი თასებით ხმოვანი თერაპიის სეანსების წამყვანი.
პრაქტიკული გამოცდილება: ჩაის ოსტატობის გამოცდილება - 7 წელი (2013 წლიდან).
რეალიზებული კეისების (პროექტების) რაოდენობა: 400-ზე მეტი ღონისძიება.

რა შედის მომსახურებაში: თეორია და პრაქტიკა, ჩინური ჩაის რამდენიმე სახეობის დეგუსტაცია, ჩაისთან საავტორო ვეგანური სასარგებლო დესერტები.

ყიდვისას ბონუსები კლიენტთათვის: ჩაის ცერემონიის მონაწილეები შეძლებენ არჩეული ჩაის შეძენას სპეციალური ფასდაკლებით.

ხარისხის გარანტია სპეციალისტისგან: დიახ
უფასო მომსახურების მიღების შესაძლებლობა: მუდმივი მონაწილეებისთვის (3 ჯერზე მეტი) შესაძლებელია ჩაის ცერემონიაში უფასო მონაწილეობა.
პირობების ნახვა